1-6 გვერდები აკლია
(7) დაიმსხვრევა მატერია მაშინ თუ არა?
მან გვიპასუხა:
„ყველა სულდგმული, ქმნილებაა ის თუ თხზულება,
არს ერთმანეთში ან ერთმანეთთან;
5 თვითეულ მ,ათგანს შეივრდომებს მათივ ფესვები.
შენდობილია მატერიის ბუნება მასში,
რაიც რომ არის ერთადერთი მისივ ბუნება.
ვისაც ასხია სასმენელლნი, დაე ისმინონ!"
10 და ჰკითხა პეტრემ: „განგვიმარტე ყველა საგანი,
გვიბრძანე ესეც, მსოფლიური ცოდვა რა არის?"
პასუხობს მხსნელი: „თქვენს გარეშე არ არის ცოდვა,
რადგან თქვენ სცოდავთ, გახრწნილების ბუნების მაგვარ
მოვლენებში მონაწილეობთ.
ხოდა ამიტომ განეფინა ტქვენს შორის მადლი,
ყოველდაგვარი ბუნებისა საგანთა შორის,
20 მივმართოთ უნდა მადლი იგი მისივ ფესვისკენ“.
განგვიმარტავდა, ჩვენ კი ვუსმენდით:
"მიზეზი თქვენი ავადობის და სიკვდილისა ეს გახლავთ სწორედ.
(8) ნუ გიყვართ იგი, რაც თქვენ გატყუებთ.
ხოლო რომელიც დაისახავს მიზანს, მიაღწევს,
და თუ მიაღწევს, დე მიაღწიოს!
მატერიამ შვა ჟინი, რომელს არა ჰყავს ტოლი,
წრეგადასულის პირმშოა ვნება,
5 წარმოიშვება მისგან ძრწოლა მთწელს არსებაში.
მიტომაც გეტყვით: „გამხნევდით და თუკი ისუსტეთ,
გაუმხნევდით იმ ფორმებს მაინც,
ნაირ-ნაირი ბუნება რომ გამოავლინებს.
10 ვისაც ასხიან სასმენელნი, მისმინონ დაე!“
გამოგვეთხოვა ნეტარი ბოლოს,
თვითეულ ჩვენგანს გვიძღვნა მშვიდობა:
15 „(ეირენე) თქვენ! მოიპოვეთ იგი თქვენთვის!
ვერვინ გაცდუნოთ, საითაც წახვალთ,
უწყოდეთ რადგან, პირმშო ღვთისა თქვენშია მხოლოდ.
20 მისდიეთ, ვინაც მძებნელია, უთუოდ ჰპოვებს.
აწ კი გასწიეთ, იქადაგეთ მთელს ქვეყანაზე
სახარება მეფის სუფევის. არ
(9) დადოთ ზღვარი იმის გარე, რაც დაგიდგინეთ,
ნუ გასცემთ კანონს, თქვენ არა ხართ კანონმდებელნი,
ვინაიდან მათ არ შეგიპყრონ“.
5 დაასრულა და განეშორა.
მწუხარენი ისხდნენ ისინი, უხვზე უხვი დაღვარეს ცრემლი
თქვეს: „ვით წავიდეთ წარმართებთან
10 ვით ვიქადაგოთ ადამის ძის მეუფებაზე?
რაკი მათ იგი არ დაინდეს, ჩვენ დაგვინდობენ?“
ადგა მარიამ, დაწინაურდა, მიესათუთა თვითეულ მათგანს,
15 ჰკითხა: „რად სტირით? იჭვნეულნი რად შეიქმენით?
ხომ თქვენთან არის მისი მადლი, მისი სიკეთე,
ჰოდა დაგიცავთ.
უმჯობესია, ხოტბა ვაკადროთ იმის არსებას,
რამეთუ დიდი წყალობაა მზადყოფნა ჩვენი, მოქცევა ხალხად.“
ასე მიმართა მარიამმა მათი გულები სიკეთისაკენ,
და იწყეს განსჯა მხსნელისგან თქმულზედ.
(10) თქვა პეტრემ: „დაო, ვიცი უწყი, სხვა ქალებზე მეტად უყვარდი,
გვითხარი სიტყვა მაცხოვარის, რომელიც იცი, ან გაიხსენებ,
5 სიტყვა, რომელიც ჩვენ არც როსმე მოგვისმენია“.
უთხრა მარიამ: „ის რაც თქვენთვის დაფარულია, მე განგიცხადებთ.“
10 ხილვის ჟამს, ერთხელ თვით უფალი გამომეცხადა, ვუთხარი კიდეც:
„მხსნელო, დღეს შენ გამომეცხადე.“
მან მიპასუხა: „განცხრომილი ხარ მარიამო, რადგან არ შეჰკრთი
15 როცა მიხილე. სადაც გგონია, იქ არის განძი.“
კვლავ ვკითხე: „ჩვენო მეუფეო, მიბრძანე ესეც;
ვინც მხილველია, ის ვით ხედავს, სულით, გუნებით?“
30 მან მიპასუხა: „არც ერთი და არცა მეორე, იგი გონია,
გონია და არს ორს შორის - (და იგი, ვინაც მჭვრეტელია ხილვის
და (იგი. . .“
11-14 გვერდები აკლია
(15) მისი. და სულს გულისთქმა ეუბნებოდა:
„ვერ გიხილე შენ ჩამავალი,
ეხლა გიყურებ ამომავალს.
რად მეცრუები
5 კუთვნილო ჩემო?“ პასუხობს სული:
„მე გხედავდი, ხოლო შენ ვერა,
ვიყავი შენთვის ვით სამოსელი, ვერ შემიცანი.“
10 თქვა და გაშორდა მოზეიმე, კვლავ ეწვია ძალას მესამეს
უმეცრებად რომ იწოდება.
ჰკითხა სულს მანაც: „მიდიხარ საით? ან ცბიერებამ ვით შეგიპყრო?
15 შეპყრობილი ხარ და ნუღარ განსჯი!“
სული პასუხობს: „რად მასამართლებ?
მე ხომ არავინ განმიკითხია?
კი, შეპყრობილი ვიყავი მაგრამ, არ შემიპყრია.
20 თვით შეუცნობმა შევიცან რომ ემორჩილება ქვეყნად ყოველი
ნების დართვას, გინდ მიწიერი,
(16) გინდ ციური.“ გადალახა და განეშორა
ძალას მესამეს, ამაღლდა სული, მიეახლა
მეოთხე ძალას.
უკანასკნელი გახლავთ ძალა შვიდსახოვანი.
5 აქ წყვდიადს მოსდევს გულისთქმა და მას-უმეცრება;
მომდევნო იჭვი-მოაკვდინებს რომელ იჭვნეულს;
სახე მეხუთე მეუფება არის სხეულის;
10 იმავ სხეულის მზაკვრობაა სახე მეექვსე;
ხოლო მეშვიდე სიბრძნე გახლავთ გაშმაგებული.
მე ჩამოვთვალე მრისხანების შვიდივე სახე.
ეკითხებიან სულს ისინი: „საიდან მოხველ ხალხთ დამღუპველო?
15 სივრცის შთამთქმელო მაინც საით მიემართები?“
პასუხობს სული: „რაც ვიკმარე, იგი მკვდარია;
მე რომ მბორკავდა, ახლა უკვე იავარქმნილა;
20 გასრულდა ჟინი, უმეცრებაც მოკვდინებულა
ნებადართული ვიყავი მე (მსოფლიოში)
(17) მსოფლიოსაგან (.: მსოფლიოთი)
ტვიფრზე ტვიფრით ამაღლებული.
თავდავიწყების ამ ჟამთასვლის ვიყავ კავშირი,
აქეთ და აქეთ ის ჟამთასვლა დამიმშვიდდება,
5 მარადიული მდუმარება მოიცავს ყოველს.“
დაცხრა მარიამ, დაიდუმა, მიწყნარდა რადგან
გაისაუბრა მასთან მხსნელმა ამ ადგილამდე.
10 ხოლო ძმებს შორის იჭვნეული შეიქმნა ანდრო,
იკითხა კიდეც: „თქვენ რას იტყვით, თვით ვერ ვიჯერებ,
თითქოს მას ეთქვას, მარიამი გვიყვება რასაც,
15 ეს სწავლება ხომ სულ სხვა არის, სხვა აზრებია.“
აღშფოთდა პეტრეც: „საიდუმლო ჩვენგან ვით ჰქონდა,
ისე გამოდის, რომ მარიამს უსმინოთ უნდა
20 რადგან ეს ქალი ყველა ჩვენგანს მან ამჯობინა?“
(18) მაშინ აცრემლდა მარიამი და უთხრა პეტრეს:
“რატომ გგონია ეს ყოველი მე მოვიგონე
5 შევთხზე და ვცრუობ ძმაო პეტრე, მხსნელის შესახებ?“
„დამშვიდდი პეტრე, სულ მრისხანებ, მიმართა ლევიმ,
10 ნეტავ ამ ქალთან მოპაექრე არც კი მენახე,
მარიამ ღირსჰყო მაცხოვარმა, ჩვენ ვით უარვყოთ?
15 უკეთ იცნობდა, ჩვენზე მეტად მიტომ უყვარდა.
სჯობს დავიმორცხვოთ, შევიმოსოთ სრული კაცობით,
და განვეშოროთ ვით მან ინება, რომ ვიქადაგოთ სახარება,
რომ არ დავდოთ სხვა ზღვარი და სხვა კანონები,
20 გარეშე იმის, რასაც მხსნელი გვეუბნებოდა.“ როცა
(19) (. . . ) და იწყეს
წასვლა (სა) დიდებლად, საქადაგებლად
სახარების
5 მარიამისგან.
воскресенье, 11 апреля 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)